RECSOIL არის მექანიზმი ნიადაგის მდგრადი მენეჯმენტის (SSM) გაზრდის მიზნით, რომელიც ფოკუსირებულია ნიადაგის ორგანული ნახშირბადის (SOC) გაზრდაზე და ნიადაგის საერთო სიჯანსაღის გაუმჯობესებაზე. პრიორიტეტებია: ა) სამომავლო SOC დანაკარგების პრევენცია და SOC მარაგების გაზრდა; ბ) გააუმჯობესოს ფერმერთა შემოსავლები; და გ) წვლილი შეიტანოს სასურსათო უსაფრთხოებაში. RECSOIL ორიენტირებულია სასოფლო-სამეურნეო და დეგრადირებულ ნიადაგებზე. მექანიზმი მხარს უჭერს სტიმულირებას ფერმერებისთვის, რომლებიც თანახმა არიან განახორციელონ კარგი პრაქტიკა.
RECSOIL ინიციატივა მიზნად ისახავს ნიადაგის ორგანული ნახშირბადის (SOC) სეკვესტრის გლობალური მომგებიანი პოტენციალის მატერიალიზებას, რომელიც აერთიანებს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს, სამეცნიერო ინსტიტუტებს, ადგილობრივ თემებს და ფერმერებს.